”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა ნიუ-იორკში 2 თვიანი მკურნალობის შემდეგ ბარსელონაში დაბრუნდა.
43 წლის სპეციალისტი კატალონიის დედაქალაქში დღეს დილით, მეუღლესთან ერთად 11:30 საათზე ჩაფრინდა. შეძლებს თუ არა ვილანოვა გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე დასწრებას ჯერ ცნობილი არ არის.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იც აუცილებლად დაუბრუნდება ვარჯიშებს მიმდინარე კვირაში და ”სელტასთან” შეხვედრაში გუნდის ის უხელმძღვანელებს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=2dWIG3AOwMU]


