მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”ბარსა” ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”

როსელი: ”ბარსა” ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია”

 ”ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა “El Mundo Deportivo”-ს ჟურნალისტებს მრავლისმეტყველი ინტერვიუ მისცა. როსელმა ისაუბრა ტიტოს დაბრუნებაზე, სერხიო ბუსკეტზე და ასევე ერიკ აბიდალზე.

 ტიტოს დაბრუნება – ყველაზე კარგი, რისი გაგებაც კი შეიძლებოდა 

 სანდრო როსელმა გააკეთა ვრცელი კომენტარი ტიტოს დაბრუნებასთან დაკავშირებით: ”ბარსელონასთვის” ეს ბრწყინვალე ამბავია. ტიტოს დაბრუნებას ”მილანთან” ჩატარებულ მატჩსაც კი ვამჯობინებ. ”დეპორტივოსა” და ”მილანის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების შემდეგ მე ვთქვი, რომ ეს იყო იდეალური შედეგი, რომელსაც ჩვენ ტიტოს დავახვედრებდით. ჩვენი მთელი გულით ველოდებოდით მის დაბრუნებას და აი ისიც!” 

 მსოფლიოს საუკეთესო კლუბი 

 პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, რომელიც კატალონიელებმა წარმატებით დაძლიეს: ”როდესაც, ჩვენ განმეორებითი მატჩი ასე ფანტასტიურად ჩავატარეთ, მხრებიდან ძალიან დიდი ტვირთი მოგვეხსნა. მე მინდა, რომ ”ბარსამ” ყველა თამაში მოიგოს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ევროთასი იქნება, თუ ამხანაგური. ჩვენ ჯერ კიდევ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვართ.” 

 ბუსკეტსის უწყვეტი ქება… 

 “ყველა კარგად ვხედავთ ბუსკეტსისა და ინიესტას პროგრესს. მატჩიდან მატჩამდე ორივე ფეხბურთელი ძლიერდება.” – განაცხადა როსელმა, რომელსაც კითხვა ამ ფეხბურთელების კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაუსვეს. ”ორივე მათგანი არის საუკეთესო თავის პოზიციაზე. კლუბი აუცილებლად მიხედავს ამ საკითხს. ამბობენ, რომ არავინაა შეუცვლელი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენთვის ბუსკეტსი ყველაზე საჭირო ფეხბურთელია. ხალხი აფასებს მარტო ჩავის, ინიესტასა და მესის ტრიოს. მემგონი დროა ამ ოთხ ფეხბურთელს, ოთხი მუშკეტერი ვუწოდოთ.” 

 როსელი ნეიმარზე: ”როგორც გულშემატკივარი, ვიტყვი რომ მასში არის რაღაც განსხვავებული” 

 სანდრო როსელმა ისაუბრა თავის დამოკიდებულებაზე ნეიმარის მიმართ: ”როგორც ”ბარსელონას” პრეზიდენტი, მე ვიტყვი, რომ მას აქვს კონტრაქტი ”სანტოსთან” 2014 წლამდე. ხოლო როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, ვიტყვი რომ მასში არის რაღაც განსხვავებული. იგი გავს რომარიოს, რონალდინიოს, მარადონას, მესის… ფეხბურთელებს, რომლებსაც აქ დიდ პატივს სცემენ”

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში