ხორდი ალბა 7-10 დღეს იუქმებს. ”ბარსელონას” სამედიცინო შტაბმა, ტესტების ჩატარების შემდეგ დაადგინა, რომ მას მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული. განაპირა მცველმა ეს ტრავმა ფინეთთან მატჩის მეორე ტაიმში მიიღო.
ალბა ვერ დაეხმარება თავის გუნდს პარიზში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში. ასევე საეჭვოა მისი თამაში ”სელტას” და ”პსჟ-ს” წინააღმდეგ (1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა, კამპ ნოუზე).
ხორდი ალბას ”ბარსას” მაისურით ჩატარებული აქვს 35 მატჩი და მის ანგარიშზეა 5 გოლი.
