მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს, სადაც არგენტინა – ვენესუელას უპირისპირდებოდა, არგენტინელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ მეტოქისგან რამდენიმე ძლიერი და მტკივნეული დარტყმა მიიღო.
39-ე წუთზე ვენესუელელთა ნახევარმცველმა თომას რინკონმა მესის თვალთან იდაყვი მოარტყა და ფეხბურთელს დაზიანებაც მიაყენა. ლიონელს ასევე მტკივნეულად მოხვდა მუცელშიც. თუმცა ყოველივე ამან ოთხი “ოქროს ბურთის” მფლობელს ჩვეული თამაშის ჩვენებაში ხელი არ შეუშალა, მესიმ კი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მესის მატჩის დროს თვალთან მეტოქისგან იდაყვი მოხვდა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.