პეპ გვარდიოლას მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად, გერმანელებმა, მწვრთნელის საპატივცემულოდ, ჰამბურგერს მისი სახელი დაარქვეს.
“HotPepGuardinator” შემადგენლობაში შემდეგი ინგრედიენტები შედის : ქათამი, ყველი, ცხარე სოსისი, თაფლი, სანელებლები და ბოსტნეული.
აქვე შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა სამწვრთნელო საქმიანობას “ბაიერნში” შემდეგი სეზონიდან დაიწყებს.
