კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი არ აპირებს უახლოეს მომავალში დავიდ ვილიასთან განშორებას. ინფორმაცია ესპანურმა პრესამ გაავრცელა.
ამჟამად, კლუბში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისათვის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან. წყაროს ინფორმაციით ახალი კონტრაქტი ფაქტიურად ვილიას პროფესიონალური კარიერის დასასრულამდე იქნება გათვლილი. რაც შეეხება მოქმედ კონტრაქტს, იგი 2014 წლამდეა მოქმედი.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში ვილია რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პირველ რიგში მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო, რისგამოც ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო. ასევე ხშირად იწერებოდა კოლეგასთან, ლიონელ მესისთან მის კონფლიქტზე. არაერთხელ დაიწერა, რომ ვილიამ ვილანოვას თავადვე სთხოვა გუნდიდან წასვლის ნებართვა.
