“რაიოსგან” მოგებული თამაშის (3:1) შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ხორდი როურამ მეტოქე შეაქო და ასევე, მისი გუნდის წარმატებაში ლიონელ მესის როლს ხაზი გაუსვა.
“დღეს, დიდებული თამაში ჩავატარეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ “მილანთან” თამაშის შემდეგ, ძალაგამოცლილები ვიყავით… გულშემატკივრებმა სანახაობრივი თანაში იხილეს. “რაიო” განსაკუთრებული გუნდია, რომელიც ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. გოლები კონტრშეტევებზე გავიტანეთ, რაც “კამპ ნოუზე” თამაშის დროს ჩვენთვის უცხოა. ლა ლიგაში, კარგ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და არ ავჩქარდეთ.”
როურა კომენტარს აკეთებს დავიდ ვილიას თამაშზეც: “გუნდისთვის ვილიას მნიშვნელობაში ეჭვი არავის ეპარება. დავიდი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მან ჩვენ დიდი დახმარება გაგვიწია. ყველაზე მთვარი ისაა, რომ ვილია თავს კარგად გრძნობს. შესანიშნავია იმის ხილვა, რომ დავიდს გოლი გააქვს, რადგან ის ამით გუნდს დიდ დახმარებას უწევს.
რა თქმა უნდა, როურამ გვერდი ვერ აურა ვერც ლიონელ მესიზე საუბარს: “ცხვორება გაცილებით იოლია, როდესაც მესი გყავს. სიამოვნებას ყოველდღურად ღებულობ იმისგან, რომ შენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს.”
ბოლოს, როურამ კომენტარი ადრიანოს ტრავმაზეც გააკეთა: “მისი ტრავმა თამაშის ნეგატიური მხარეა. ადრიანოს არყოფნა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ პუიოლიც გვაკლია.”
