უდავოდ ხორდი ალბა არის ”ბარსას” ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი. გუშინ მან დაანახა მაყურებელს, თუ როგორ შემოინახა ენერგია ბოლო წუთებისთვის ისეთი რთული მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ”მილანია”.
მატჩის 91-ე წუთი მიმდინარეობდა. დაინიშნა ჯარიმა ”მილანის” სასარგებლოდ და უცებ კატალონიელებმა ბურთი მოიპოვეს. ლეომ სანჩესს გადააწოდა ბურთი და ამასობაში, ბლაუგრანას მარცხენა მცველი, ხორდი ალბა დაიძრა თავის საჯარიმოდან. თუ როგორ დამთავრდა ”ბარსას” ბოლო შეტევა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ დადგინდა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ესპანელმა მცველმა 80 მეტრი, სულ რაღაც 11 წამში გაირბინა.
ალბას ასეთი ”გაფრენა” ორმაგადაა დასაფასებელი, რადგან ეს ყველაფერი მოხდა მატჩის მიწურულს. ესპანელმა მთელი მატჩი სტაბილურად ჩაატარა და შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა. მიუხედავად ალბას დაბალი აღნაგობისა, ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ მას საოცარი გამძლეობა აქვს. ხორდიმ მოახერხა მეოთხე ბურთის გატანა ”მილანის” კარშა და მატჩის შემდეგ განაცხადა: ”დარწმუნებული ვარ, როდესაც გოლი გავიტანე კულეების უმეტესობა სიხარულით გაიძახოდა: მეოთხედფინალი, მეოთხედფინალი!!”

