“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ყველას კარგად მოეხსენება რა მნიშვნელობის მატჩი გაიმართება ხვალ. გუნდის მშენებლობა, რომელიც აგვისტოში დაიწყო, რა თქმა უნდა, არ შეჩერდება თუ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან დავმარცხდებით. ჩვენს კლუბში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ ჩვენ ნდობა და სიმშვიდე გვჭირდება. “ბარსელონა” ყოველთვის აიძულებს ყველა მეტოქეს ერთნაირი ფეხბურთის თამაშისკენ მისი ბურთის ფლობიდან გამომდინარე. თუ ჩვენ შევძლებთ და ხელს შევუშლით მათ საჯარიმოსთან მოახლოვებაზე, მაშინ ძალიან კარგი შანსი გვექნება მეოთხედფინალში თამაშისა”.
კითხვაზე, თუ რა ტაქტიკას გამოიყენებს იგი “ბარსას” წინააღმდეგ, ალეგრიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპირებს ბურთზე ზეწოლას სივრცეების აღმოსაფხვრელად. “ისინი ძალიან კარგად გრძნობენ მოედანს, ქმნიან ბევრს მომენტს გოლის გასატანად და შესაბამისად შენც მაქსიმალურად უნდა იყო მობილიზებული დაცვაში. როდესაც ხვდები “ბარსას” ძნელია მშვიდად ყოფნა. ვფიქრობ, რომ სწრაფ გოლზე გააკეთებენ აქცენტს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ასე არ მოხდეს. ბედნიერი ვარ, რომ “მილანის” გაწვრთნა მომიწია, შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა. წელს კი სრულიად ახალი შემადგენლობით გვიწევს გამოსვლა. მე ვალდებული ვარ დავეხმარო ჩემ შეგირდებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, რადგან ისინი ახალგაზრდები არიან. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და შესანიშნავ მატჩში მონაწილეობით. მჯერა ჩემი გუნდის და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზეც სწორედ ჩვენ ვითამაშებთ”.
