ბრაზილიური მედიის ცნობით ნეიმარმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ ცნობას ფეხბურთელის უახლოესი პირი ავრცელებს. მისი განცხადებით ნეიმარმა საბოლოო არჩევანი “ბარსელონას” სასარგებლოდ შეაჩერა, რომელიც ბოლო პერიოდში ასევე ღიად ინტერესდება ფეხბურთელით.
ამავდროულად მისი შეძენა სურთ მიუნხენის “ბაიერნს” და “მანჩესტერ სიტის”. ინგლისელები ფეხბურთელში ძალიან დიდი თანხის გადახდას გეგმავენ და ასევე ძალიან მსუყე კონტრაქტს უმზადებენ, თუმცა ნეიმარის ყოველწლიური შემოსავალი უკვე 20 მილიონ ევროს შეადგენს.
“ნეიმარის შესაძენად “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან ბრაზილიაში ფულით სავსე თვითმფრინავი გამოაგზავნონ, თუმცა ნეიმარი გადაწყვეტილების მიღებისას ფულზე არ ფიქრობს” – განაცხადა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.
