კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ოფიციალურად შეიყვანა ბრაზილიელი ნეიმარი სატრანსფერო სიაში. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალურ “ტვიტერზე” იტყობინებიან, რომ კლუბი აქტიურად ჩაერთვება “სანტოსის” თავდამსხმელის ტრანსფერში.
სპეციალურმა ინტერნეტ-პორტალმა Transfermarkt ნეიმარ და სილვა 40 მლნ. ევროდ შეაფასა. “სანტოსის” ოფიციალური საიტის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელმა აღნიშნულ კლუბში 215 მატჩი ჩაატარა და მისი მონაგარი 135 გოლს შეადგენს, რაც, დამეთანხმებით და შესანიშნავი შედეგია…

