მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ყოველთვის ვიბრძვით. ასეთია ჩვენი ისტორია”

სუბისარეტა: “ყოველთვის ვიბრძვით. ასეთია ჩვენი ისტორია”

მადრიდის “რეალთან” 1:2 წაგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ, რომლის თქმითაც, კატალონიელები დანებებას არ აპირებენ.

“ჩვენს გუნდს რთული პერიოდი უდგას, მაგრამ არასდროს დავნებდებით. ყოველთვის ვიბრძვით, რადგან ასეთაია ჩვენი ისტორია. ეს მატჩი მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ “დეპორტივოსთან” თამაშია. ამ შეხვედრაში, ჩვენი მიზანი ფრე არ ყოფილა, რადგან “ბარსელონა” ყოველთვის მოგებისთვის იბრძვის.” – აცხადებს სუბისარეტა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე დასმულ კითხვას “ბარსას” სპორტულმა დირექტორმა შემდეგნაირად უპასუხა: “თამაშის კარგად და ცუდად ჩამტარებელ ფეხბურთელებზე იშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვალდესმა განსაკუთრებულად ითამაშა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში