მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ფეხბურთელებს: “დავბრუნდები, თუ 1/4-ფინალში გახვალთ”

ტიტო ფეხბურთელებს: “დავბრუნდები, თუ 1/4-ფინალში გახვალთ”

ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის დაბრუნდება ტიტო ვილანოვა “ბარსელონაში” და განაგრძობს გუნდის გაწვრთნას. კატალონიური პრესის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ ის სამუშაოს აპრილის თვეში დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” “მილანის” ბარიერის დაძლევას და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას მოახერხებს.

“ბარსელონა” იმ გუნდთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ყველა ფრონტზე წარმატებისთვის იბრძვიან. კატალონიელებმა ესპანეთის თასზე გამოსვლა უკვე დაასრულეს, ხოლო ქვეყნის ჩემპიონობა მათ თითქმის გარანტირებული აქვთ. ერთადერთი ტურნირი, სადაც “ბარსას” ბრძოლა მოუწევს, ჩემპიონთა ლიგაა. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებმა “მილანის” ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს, შეიძლება ითქვას, რომ გუნდისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა, რადგან ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები ფორმალობა იქნება. ამის გათვალისწინებით, თუ “ბარსამ” ლიგის 1/4-ფინალში ვერ გააღწია, ვილანოვას ამერიკიდან ნაჩქარევად დაბრუნების საჭიროებაც არ იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში