მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”მანჩესტერ სიტი” სანჩესით დაინტერესდა

”მანჩესტერ სიტი” სანჩესით დაინტერესდა

ინგლისური პრესის თანახმად, ”მანჩესტერ სიტი” ზაფხულში კიდევ აპირებს შემადგენლობის გაძლიერებას. ამჯერად მათი სამიზნე “ბარსელონას” ჩილელი თავდამსხმელია.

ზაფხულში, მანჩესტერელები კიდევ აპირებენ შემადგენლობის გაძლიერებას. ამჯერად მათი სამიზნე ჩილელი თავდამსხმელია, რომელმაც ვერ აიდგა ფეხი კატალონიაში. რობერტო მანჩინის დაჟინებული თხოვნით შეიხები უკვე განიხილავენ ალექსის ტრანსფერს ”მანჩესტერ სიტიში”.

იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ალექსისს ჯერ კიდევ ”უდინეზეში” აკვირდებოდა და ძალიან მოსწონდა, თუ როგორ ინთავისუფლებდა ჩილელი თავდამსხმელი სივრცეებს. “სიტის” მაშინ არ ჰქონდა სერიოზულად გადაწყვეტილი მისი საკითხი და 2011 წელს ალექსისი კატალონიაში გადმობარგდა. პირველ სეზონში იგი მეტნაკლებად ახერხებდა გოლების გატანას, მაგრამ ახლა ყველა დაკავებულია მისი გაკრიტიკებით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში