მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ეს რთულია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია”

ჩავი: “ეს რთულია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია”

 

ჩავი ერნანდესმა გუნდის გრძნობებზე ისაუბრა “სან სიროზე” განცდილი მარცხის შემდეგ: “ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ 90 წუთი გვაქვს და “ნოუ კამპზე” ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გასვლა” – განაცხადა მან დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე. ნახევარმცველმა აღიარა, რომ “გუნდმა ვერ შეძლო “მილანთან” სათანადო დონეზე ასპარეზობა შეხვედრის მეორე ტაიმში. ევრო ტურნირებზე შეცდომები ძვირი ჯდება“.

საკუთარი თავის კრიტიკა

ჩავი პირდაპირ საუბრობდა იტალიაში დაშვებულ შეცდომებზე: “ჩვენ ვერ გამოვიყენეთ სივრცეები ფლანგზე, შესაძლოა უფრო მეტად უნდა დაგვეტყა საჯარიმოს გარედან” – აღიარა ჩავიმ. მისი აზრით “საჭიროა პოზიციის უკეთ დაჭერა, ყურადღებით დავაკვირდეთ მეტოქის მოქმედებას და მოვერიდოთ ჯარიმებს, რომლებიც საჰაერო ბრძოლებში დიდ პრობლემას გვიქმნის. ახლა ამ შეცდომების გამოსწორების დროა და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ “მილანს” პრობლემები” – დაამატა მან.

ოპტიმიზმი

მიუხედავად 2:0 დამარცხებისა ჩავი ოპტიმისტურადაა: “მათ კარგად გამოუვიდათ ჩაკეტვა. ამით და კიდევ უფრო მეტით ისინი დაკავდებიან “ნოუ კამპზე”. ჩვენს გუნდს, რომელიც ბოლო 4-5 წელია ყველგან დომინირებს აკლია ისტორიული “ქამბექი”, რომლის შესრულებასაც ვაპირებთ” – ახსნა მან. ჩავი არ ეძებს არგუმენტებს, რათა მათი იმედი ჰქონდეს: “ბურთის კონტროლი ჩვენი იქნება, მოედანი კარგ მდგომარეობაში იქნება. ბურთის დამოკლებისთვის 3 შეხების გაკეთება არ მოგვიწევს, რაც “სან სიროზე” გვიწევდა. ჩვენ გვექნება მომენტები, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ “მილანის” შეტევების დროს. აგრესიული განწყობით უნდა გავიდეთ მოედანზე” – აღნიშნა ჩავიმ.

კმაყოფილია ერიკის დაბრუნებით

“სან სიროზე” გამართულ შეხვედრაზე საუბრის დასრულების შემდეგ ჩავიმ განაცხადა, რომ “წლის საუკეთესო სიახლე ერიკის დაბრუნებაა. ეს დღე ჩვენთვის საუკეთესო არ იყო, თუმცა როცა უყურებ, თუ როგორ ვარჯიშობს აბიდალი, რომელიც სამაგალითოა ცხოვრებაში და სპორტში ჩვენთვის ეს საუკეთესო სიახლეა” – დაასრულა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში