“მილანის” ფეხბურთელმა, კევინ კონსტანტმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა 1/8 ფინალში, “ბარსელონასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ.
“ეს უბრალოდ ბავშვობის ოცნებაა – დაამარცხო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, ამასთანავე დაუპირისპირდე მესის, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული. ჩვენ არ უნდა ვიფრინოთ ღრუბლებში, წინ მნიშვნელოვან შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ. კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს “ინტერთან”. ამას გარდა ჩვენ “ბარსელონას” არ გავმცდარვართ: სახლში მათ 3-4 გოლის გატანა შეუძლიათ. ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, 2 ბურთიანი უპირატესობა გვაქვს და ის უნდა გამოვიყენოთ” – განაცხადა კევინ კონსტანტმა.
