რვაფეხამ, რომელიც ცხოვრობს გერმანიის ქალაქ, ობერჰაუზენში, მოახერხა და გამოიცნო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა თამაშის შედეგი რაც კი მას ჰკითხეს. პოლი მიხვდა თუ ვინ გაიმარჯვებდა გერმანიის ნაკრების შვიდივე მატჩში და ფინალში ესპანეთსა და ჰოლანდიას შორის. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ მან 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოიცნო ათიდან ცხრა შეხვედრის შედეგი.
“მუნდიალის” ფინალის შემდეგ პოლზე ბევრი ალაპარაკდა. ერთ–ერთმა ესპანელმა ბიზნესმენმა გამოთქვა ინტერესი მის ყიდვაზე. იგი რვაფეხაში 30 ათას ევროს იხდის. როგორც გაირკვა, სულ რამდენიმე კვირაში უნდა გაიმართოს დიდი ფესტივალი, სადაც საკვები მხოლოდ თევზეულობა იქნება. ბიზნესმენმა განაცხადა: “ჩვენ ამ რვაფეხათი მოვიზიდავთ ბევრ ადამიანს ფესტივალზე”. პოლის პატრონებმა რამდენიმე დღის წინ გააკეთეს კომენტარი. კომენტარში ნათქვამი იყო, რომ “წინასწარმეტყველმა” დაამთვრა თავისი კარიერა და რომ იგი “პენსიაზე” გადის.
ასე და ამგვარად უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული პატარა არსება შეიძლება ესპანელების ლუკმა გახდეს.



