მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალმა” ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო ვილიას ტრანსფერზე

“არსენალმა” ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყო ვილიას ტრანსფერზე

ლონდონის “არსენალის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, იმყოფებოდა ესპანეთში დავიდ ვილიას ტრანსფერის თაობაზე. მოგეხსენებათ “მეთოფეები” უკვე დიდი ხანია “ბარსელონას” ფორვარდით არიან დაინტერესებულნი.

“არსენალის” ხელმძღვანელობა დავიდ ვილიას შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გეგმავს. თვითონ ფეხბურთელი, არაა წინააღმდეგი კატალონიური გრანდის დატოვებაზე, რადგანაც ვილანოვას გუნდში, მას არ ეძლევა საკმარისი სათამაშო დრო.

წყაროზე დაყრდნობით ლონდონელები ვილიაში 14 მილიონს იხდიან, ხელფასს კი კვირაში 110 000 ფუნტს პირდებიან. ასტურიელის ინგლისში გადაბარგებას ხელს, ფაბრეგასისა და ალექს სონგის ტრანსფერებიც შეუწყობს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში