მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას სურს, რომ “კლასიკო” ერთი დღით ადრე ჩატარდეს.
მადრიდის “რეალს” სურს “კლასიკო” ორი მარტის მაგივრად პირველში ითამაშონ, რადგან 5 მარტს სამეფო კლუბის ფეხბურთელებს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში “ოლდ ტრაფორდზე”. ჟოზე მაურინიოს დამატებით კიდევ 24 საათი სჭირდება, რომ გუნდი მოამზადოს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ თვის ბოლოს იქნება ცნობილი.
