workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
1985: ამარილიას მოსვლა და „ვერცხლის“ წელი

1985: ამარილიას მოსვლა და „ვერცხლის“ წელი

1985 წლის ზაფხულში, “ბარსელონამ” ერთადერთი ფეხბურთელი შეიძინა – პარაგვაელი რაულ ვისენტე ამარილია, რომელიც მანამდე “სარაგოსაში” თამაშობდა. მის სანაცვლოდ, კატალონიელებმა 50 მილიონი პესეტა გადაიხადეს. გარდა ამისა, სეზონის მიმდინარეობისას, კანტერადან პირველ გუნდში დაწინაურდნენ კოველო, პედრასა და ფრადერა, ხოლო პერიკო ალონსომ, კონტრაქტის დასრულების შემდეგ, “ბარსელონა” დატოვა.

გუნდში მივიდნენ:

  • რაულ ვისენტე ამარილია (“სარაგოსა”, 50 მილიონი პესეტა)
  • კოველო (კანტერა)
  • პედრასა (კანტერა)
  • ფრადერა (კანტერა)

გუნდი დატოვა:

  • პერიკო ალონსო (“საბადელი”)

“ბარსელონა”, რომელიც ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი იყო, ყველა ტურნირზე წარმატებისთვის ბრძოლას აპირებდა. ისეთი ტურნირი კი, რომელშიც კატალონიელები მონაწილეობდნენ, 5 იყო.

წარუმატებლობების ჯაჭვი

სეზონი, რომელსაც გულშემატკივრები დიდ იმედებს უკავშირებდნენ, საბოლოოდ, დიდ იმედგაცრუებად იქცა. გუნდმა წააგო ესპანეთის სამეფო თასის, ევროპის ჩემპიონთა თასისა და ევროპის სუპერთასის ფინალები. ტერი ვენეიბლზის შეგირდები ესპანეთის ჩემპიონატშიც მე-2 ადგილზე გავიდნენ – ჩემპიონ “რეალს” ისინი 11 ქულით ჩამორჩნენ. ერთადერთი ტიტული, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს, ესპანეთის ლიგის თასია. ფინალში, “ბარსამ” “ბეტისი” 2:1 (2 მატჩის ჯამში) დაამარცხა.

სეზონის წარუმატებლად ჩატარებას არაერთი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანია არჩიბალდის ტრავმა. მან მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, პრობლემას ქმნიდა გასახდელში არსებული კონფლიქტი: ბერნდ შუსტერი ვენეიბლზსა და ნუნიესს დაუპირისპირდა. გუნდში არსებული ატმოსფერო სახარბიელო ნამდვილად არ იყო.

სეზონის ყველაზე დიდი იმედგაცრუება 7 მაისს, სევილიაში, ევროპის ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალის “სტიაუასთან” წაგება იყო. შეხვედრის წინ, ფავორიტად “ბარსა” მიიჩნეოდა. შეხვედრა იწურებოდა, გოლები კი არ ჩანდა. 84-ე წუთზე, როდესაც მწვრთნელმა ბერნდ შუსტერი შეცვალა, გერმანელს ნერვებმა უმტყუნა და მან სტადიონი უნებართვოდ დატოვა. მალე, თერთმეტმეტრიანების სერიის ჯერი დადგა. “ბარსას” მხრიდან, პენალტები ალესანკომ, პედრასამ, პიჩი ალონსომ და მარკოსმა დაარტყეს, მაგრამ გოლი ვერცერთმა გაიტანა. რუმინელებმა 2 დარტყმა ზუსტად შეასრულეს და თასიც მოიპოვეს.

1985-1986 წლების სეზონის შედეგები

  • ესპანეთის ლიგის თასი – მოგება
  • ჩემპიონთა თასი – ფინალისტი
  • ესპანეთის სამეფო თასი – ფინალისტი
  • ევროპის სუპერთასი – ფინალისტი
  • ესპანეთის ჩემპიონატი – მე-2 ადგილი

1985-1986 წლების სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობა

 

1982: მარადონას წელი

1983: როხო – იმპულსი კანტერადან

1984: არჩიბალდი მარადონას ნაცვლად

გაგრძელება იქნება…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward