კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა საკუთარი გუნდის ფორმის შესახებ.
“აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ ყველა საგოლე მომენტი ეფექტურად, რათა მატჩის ბედი ჩვენსკენ შემოვატრიალოთ და გავიმარჯვოთ. ამის შესაძლებლობა არაერთხელ გვქონია, მაგრამ ძალიან არ გვიმართლებს. ხშირად ბურთს ძელს ვარტყამთ, მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს.”
“ახლა ჩვენთვის საჭიროა შევინარჩუნოთ ის ხასიათი და ფორმა რაც ახლა გაგვაჩნია. გუნდის შიგნით შესანიშნავი ატმოსფეროა ასევე მშვიდი გარემოა მოედანზეც.” – დაასრულა ჩავიმ.
