მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

საქართველოში პარიზიდან გუშინ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ერთ-ერთი ძველი და მდიდრული ისტორიის მქონე ქვეყანაა, საკმაოდ განვითარებულია ფეხბურთში. 

რა თქმა უნდა პარიზის საფეხბურთო სახე “პარიზ სეინტ ჟერმენია”, რომელსაც ორ სართულიანი ოფიციალური მაღაზია აქვს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქუჩაზე შანზელიზეზე. 

მე, როგორც “ბარსელონას” ფანმა ინტერნეტში დავიწყე ძებნა თუ სად შეიძლებოდა მომეძებნა “ბარსელონას” ფან-კლუბი. ინტერნეტში ნამდვილად ვერ ვნახე, შემდეგ კი ადგილობრივებთან, რომლებიც ფეხბურთთან ახლოს იყვნენ მიმასწავლეს ადგილი. სამწუხაროდ, როცა მე იქ მივედი თამაშის დღე არ ყოფილა, ამიტომ ის ბარ-რესტორანი ჩვეულებრივ სტუმრებს იღებდა. არც “ბარსელონას” დროშები ან რაიმე მსგავსი. როცა ფოტოების და ვიდეოს გადაღება დავიწყე, მენეჯერმა თავაზიანად მითხრა, რომ ამ რესტორანს პერსონალური ფოტოგრაფი ჰყავს და ყველა ფოტომასალა აქვე რჩება. თამაშის დღეს აქ მოსვლას ვერ ვახერხებდი, ამიტომ მაინტერესებდა მაინც რას აკეთებენ პარიზელი გულშემატკივრები მატჩისას. 

მატჩისას ამ რესტორანში უცხოებს ძირითადად არ უშვებენ. მსგავსი შეზღუდვა ქალბატონებზე არ ვრცელდება. რესტორანი მთლიანად მორთულია დროშებით პლაკატებით და სხვადასხვა ტრიბუტებით. გულშემატკივრები ფორმაში გამოწყობილები ელოდებიან მატჩის დაწყებას. მაგიდაზე აუცილებლად იდება თეთრი ლუდი და თხილი. დამაინტერესა რაიმე თილისმა ან ცრუ-რწმენა თუ აქვთ, მენეჯერმა მთელი მატჩის განმავლობაში საპირფარეშო დაკეტილია, მხოლოდ დასვენებებზე იღება, რომ ამ 15 წუთში ყველაფერი ცუდი მოვიშოროთო. სხვა ცრუ-რწმენა მათ არ გააჩნიათ. სხვა დანარჩენი უკვე დამოკიდებულია მატჩის განვითარებაზე, მოიგებს “ბარსელონა” თუ წააგებს. 

ზოგადად ქუჩაში ბევრი მხვდებოდა ფეხბურთის მაისურებით, მაგრამ ძირითადა მაინც “პსჟ”. შემხვედრია “ბარსელონას” ფანებიც, მაგრამ ძირითადი ნაწილი მხარეს საკუთარ გუნდს უჭერს. “ბარსელონას” არამარტო თავის ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ირგვლივ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში