პრიმერას მე–20 ტურის შეხვედრამდე 1 დღით ადრე, სადაც “ბარსელონა” “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდება გუნდი სან სებასტაინში ჩავიდა. გუნდის დელეგაციამ “ელ პრატის” აეროპორტი 19 საათზე დატოვა და ბასკეთში 20:05 საათზე ჩაფრინდა.
სან სებასტიანში გამგზავრებამდე გუნდმა ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით “სიუტატ ესპორტივაზე” ივარჯიშა. მწვრთნელმა “ანოეტაზე” გასამართი შეხვედრისთვის 20 მოთამაშე წაიყვანა. აეროპორტში ფეხბურთელები გუნდის ყოფილ კიპერს, ალბერტო ხორკერას შეხვდნენ.
გუნდთან ერთად იმყოფებიან დირექტორები, ტონი ფრეიშა, ჟორდი მოიქსი, რამონ პონტი და სილვიო ელიასი. მოთამაშეებთან ერთად ასევე იმყოფება სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

