“სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, ნეიმარმა ისაუბრა “ბარსელონას” ვარსკვლავ, ლიონელ მესის შესახებ, იტყობინება ესპანური პრესა. ახალგაზრდა ტალანტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლიონელ მესის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს:
“მესი-ნამდვილი ვარსკვლავი, ვერავინ შეედრება მას. მას საუკეთესო დრიბლინგი აქვს, საოცრად ფლობს ბურთს სისწრაფეში. როდესაც საგოლე მომენტი ექმნება, მან მშვენივრად იცის თავის საქმე. ჩვენი კლუბების შეხვედრის შემდეგ, მე და ლეომ განვიხილეთ მატჩი და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ,” განაცხადა ნეიმარმა.
