“მალაგას” არგენტინელმა მცველმა, მარტინ დემიკელისმა, განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია “ბარსელონას” თამაშით. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში, მანუელ პელეგრინის შეგირდებმა, კატალონიელებთან დაპირისპირება 1:3 დათმეს.
“მეორე ტაიმში, “ბარსელონას” უბრალოდ აპლოდისმენტები ეკუთვნის. რაც შეეხება “მალაგას”, გუნდს შეუძლია კმაყოფილი დარჩეს გუშინდელი თამაშით. პირველ ტაიმში ჩვენ ღირსეულ წინააღმდეგობას ვუწევდით მსოფლიოს საუკეთესო კლუბს, მაგრამ როცა ასეთ გუნდთან შეცდომებს უშვებ, ამის შემდეგ გიხდება თამაში მოედნის ცენტრიდან განაახლო.” – დაასრულა არგენტინელმა.

დემიკელისი: “აპლოდისმენტები “ბარსელონას”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.