კატალონიის “ბარსელონამ” “დელ რეის თასის” 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში “კორდობას” უმასპინძლა და 5-0 გაანადგურა მეტოქე. დუბლის შესრულება შეძლო ალექსის სანჩესმა, რომელსაც ბოლოს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, “ბენფიკას წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი. “გახარებული ვარ გამარჯვებით და 1/4 ფინალში გასვლით. ყოველთვის ასე ვითამაშებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მნიშვნელოვანია მატჩი. დღევანდელ შეხვედრაში შესრულებულმა დუბლმა მოტივაცია შემმატა.”
ბარტრა: “საკუთარ თავებს მოდუნების უფლებას არ მივცემთ. შეიძლება გადაწყვეტილი იყო ბევრი რამ, მაგრამ თავიდანვე გოლების გასატანად და მოსაგებად გავედით მოედანზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა. წინ უამრავი მატჩი გველის და გუნდის კარგ ყოფნაში ფორმა საჭიროა. “ბარსა” ყველა ტიტულისთვის ბრძვის და ამიტომაც გვიწევს ამდენი შეხვედრა. ჩვენ შევეცდებით “მალაგას” დამარცხებას.”
ტიაგო: “ასეთი მიდგომა თამაშის მიმართ, ჩვენს სიძლიერეს უსვამს ხაზს. ამიტომაც არის, რომ შესანიშნავი შედეგები გვაქვს. ყველას გვიხარია ალექსისის წარმატება, იმიტომ რომ ეს გოლები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.”