მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი:” “მილანში” დარჩენა მსურს”

კრკიჩი:” “მილანში” დარჩენა მსურს”

იტალიური “მილანის” ფეხბურთელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ მას იტალიაში დარჩენა სურს, რადგან იქ თავს ბედნიერად გრძნობს. 

” “ბარსელონაში” მე ფეხბურთის ფილოსოფია ვისწავლე. როდესაც მილანში ჩამოვედი მწვრთნელმა მთხოვა, რომ განსხვავებულად მეთამაშა. ვფიქრობ მე სრულიად გავიარე ადაპტაცია “როსონერიში” “

“დასაწყისიდანვე ვამბობდი, რომ აქ დარჩენა მინდა. წინ როგორც მინიმუმ 10 თვე მაქვს, მე მთლიანად დავიხარჯები მოედანზე და გავაკეთებ იმას, რაც ჩემზე დამოკიდებული, დანარჩენს კი მომავალში ვნახავთ.” 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ბოიანი ორი წლის წინ გაანათხოვრა იტალიურ “რომაში”, ერთი წლის შემდეგ კი ის “მილანში” გადავიდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში