მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “ტიტო და ერიკი ძალას გვმატებს”

ვალდესი: “ტიტო და ერიკი ძალას გვმატებს”

 

2013 წელი კარგი სიახლით დაიწყო, რადგან ტიტო ვილანოვა გუნდს დაუბრუნდა. გუშინდელ ვარჯიშზე მისი და ერიკ აბიდალის ჩახუტების ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. პრეს–კონფერენციაზე საუბრისას ვიქტორ ვალდესმა ახნსა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ორი ადამიანი გუნდისთვის: “ისინი ყველასთვის სამაგალითონი არიან, როგორც ადამიანები, როგორც მათი პირადი გამოწვევები და როგორც თანაგუნდელი და მწვრთნელი… არა იმიტომ, თუ რა გაიარეს მათ, არამედ იმისთვის, რომ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებენ. ისინი ძალას და ენერგიას გვმატებენ“.

 

სრულად მზად არაა

 

მან ასევე საკუთარ თავზე ისაუბრა, ვიქტორმა გუშინ კატალონიის ნაკრებში თამაში ვერ მოახერხა: “ტკივილი “ვალიადოლიდთან” შეხვედრის შემდეგ ვიგრძენი და ახლა ის კვლავ მაწუხებს, თუმცა ეს არ მზღუდავს” – ამით ვალდესმა ყველას მიანიშნა, რომ ის დერბიში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს

 

ლა ლიგა არ დასრულებულა

 

კვირას გასამართ შეხვედრაზე ვალდესმა განაცხადა: “ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ვთამაშობთ შინ თუ “კორნელაზე”, განსაკუთრებით ადგილობრივი მოთამაშეებისთვის. ჩვენ ჯერ ნახევარი წრეც არ ჩაგვიტარებია. მეორე და მესამე ადგილოსან გუნდებთან კარგი სხვაობა გვაქვს, თუმცა დასრულებული არაფერია. წინ ბევრი ქულაა გასათამაშებელი და ყველაფერი წინ გვაქვს“.

 

მეკარემ ასევე კონტრაქტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც კატალონიურ კლუბთან 2014 წლამდე აქვს გაფორმებული: “კონტრაქტი 2009 წლის ივლისში გავახანგრძლივე და მასზე ამ დრომე არ მიფიქრია. ეს ახლაც არ მაღელვებს. ამისთვის ბევრი დრო გვაქვს. მობილიზებული ვარ მატჩების მოგებისთვის და ამის შემდეგ დრო მოვა. 11 წელია პირველ გუნდში ვარ, რაც ადვილი არ არის. არ ვმალავ, რომ კარიერის დასრულება აქ მსურს, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ძალები სხვა ლიგაში მოვსინჯო“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში