მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი კატალონიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

ვალდესი კატალონიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

 

ის მოთამაშეები, რომლებიც დღეს კატალონიისა და ნიგერიის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას პირველები გამოჩდნენ “სიუტატ ესპორტივაზე” საახალწლო არდადეგების შემდეგ. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც სესიაზე არ იმყოფებოდა ვიქტორ ვალდესია, რომელსაც მარცხენი ფეხში პრობლემები აქვს და ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ კლუბმა ფედერაციას აცნობა.

 

პუიოლი, პიკე, მონტოია, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ტელიო, ბარტრა და სერხი რობერტო “სიუტატ ესპორტივაზე” დილის 11 საათზე გამოჩდნენ, ისინი კატალონიის ნაკრებში არიან გამოძახებულები.

 

ტიტო ვილანოვა “სიუტატ ესპორტივაზეა”

 

ტიტო ვილანოვა, რომელსაც ოპერაცია 20 დეკემბერს ჩაუტარდა “სიუტატ ესპორტივაზე” იმყოფება. ის არდადეგებიდან დაბრუნებულ მოთამაშეებს შეხვდა. “სიუტატ ესპორტივაზე” აქტიურობა 18 საათზე განახლდება, როცა სავარჯიშო სესია გუნდის დანარჩენი მოთამაშეებისთვის ჩატარდება. გუნდი დღეს მზადებას “ესპანიოლთან” გასამართი შეხვედრისთვის დაიწყებს. დღის მეორე სესიაზე ვიქტორ ვალდესი აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

 

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში