ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე “მანჩესტერ სიტი” აქტიურად აკვირდება ჟერარდ დეულოფეუს კონტრაქტის გახანგრძლივების სიტუაციას. იტყობინება, AS.
ქალაქელები მზად არიან 18 წლის ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ, სწორედ ეს თანხაა დეულოფეუს კონტრაქტში გათვალისწინებული გამოსასყიდის სახით. ამ მომენტისათვის კატალონიელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ზოგიერთი წყაროების ინფორმაციით კი ჟერარდმა უკანასკნელ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რომელიც 2017 წლამდე იყო გათვლილი.



