მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანური პრესის ცნობით მესის წინადადებით “ანჟიმ” მიმართა

ესპანური პრესის ცნობით მესის წინადადებით “ანჟიმ” მიმართა

 

რუსული კლუბი, რომელმაც “ბარსელონას” თავდამსხმელს, ლეო მესის წინადადებით მიმართა მახაჭკალის “ანჟია”, იტყობინება ესპანური პრესა.

 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებამდე ერთ–ერთმა რუსულმა კლუბმა კატალონიელებს არგენტინელი მოთამაშის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხა, 250 მილიონი ევრო შესთავაზა. თავად ლეო მესის ეს რუსული კლუბი ყოვეწლიურად ხელფასის სახით 30 მილიონ ევროს გადაუხდიდა. მესიმ რუსეთში გადაბარგება არ ისურვა.

 

ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” თანხმობა განუცხადა კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივებაზე. არგენტინელის ხელფასი “ბარსელონაში” 16 მილიონი ევრო იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში