ბრაზილიური “სანტოსის” თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ მას ევროპაში საყვარელი გუნდის არ ყავს.
“დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როცა ევროპაში ვითამაშებ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. “ბარსელონაში” ბევრია ისეთი მოთამაშე, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, რომ ამ კლუბში თამაშს შევძლებდი, თუმცა კონკრეტული უპირატესობა რომელიმე გუნდის მიმართ არ მაქვს. მე “სანტოსის” გულშემატკივარი ვარ, რადგან ჩემი ოჯახი აქ გაიზარდა. ჯერ–ჯერობით თავს სხვა კლუბში ვერ ვხედავ. მიზნად იამს არ ვისახავ, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვიყო, არამედ მინდა ვიყო ბედნიერი იქ, სადაც ვითამაშებ. ახლა ბედნიერი “სანტოსში” ვარ” – ნეიმარის სიტყვებს “Goal.com” ციტირებს.
