მეორე ნომერი გუნდში

მეორე ნომერი გუნდში

 

გვარდიოლა წავიდა, თუმცა კატალონიური კლუბის იერარქიაში ბევრი არაფერი შეცვლილა. იქ კვლავ დიდებულად იჩენენ თავს “ლა მასიას” აღზრდილები. ახლა თქვენი ყურადღების გამახვილება გუნდში მყოფ “მეორე” მწვრთნელზე მსურს – ჟორდი როურა.

 

რამდენიმე საათის შემდეგ, როცა “ბარსელონა ბ”–მ ესპანეთის მე–4 დივიზიონი დატოვა და ზემოთი ლიგაში გადავიდა პეპ გვარდიოლამ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ყველას, ვისაც წარმატებაში წვლილი მიუძღვოდა, თუმცა განსაკუთრებით მან დამხმარე გამოყო: “დიდი მადლობა ტიტო! შენ ძალიან დამეხმარე. შენ მიიღე ჩემი წინადადება და დათანხმდი ასისტენტობას იმ დროს, როცა უკეთესი შეთავაზებები გქონდა. ამის გამო შენი უზომოდ მადლიერი ვარ“.

 

პეპმა იცოდა რაზე საუბრობდა. ტიტო ვილანოვამ მე–4 დივიზიონის გუნდში მწვრთნელის ასისტენტობაზე განაცხადა თანხმობა, როცა მას სეგუნდას გუნდები ეპატიჟებოდნენ. უკან მოხედვის დროს ტიტო ამ გადაწყვეტილებას არასდროს ინანებს. 4 წლის შემდეგ, როცა პეპ გვარდიოლამ დასვენება და 1 წლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გუშინდელ “მეორე” მწვრთნელს შესთავაზეს და პირველი, რაც ტიტო ვილანოვამ ახალ თანამდებობაზე გააკეთა, თანაშემწედ ჟორდი როურას დანიშვნა იყო.

 

მე მჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემს წინა თანამდებობას დაიკავებს. ჟორდი სამწვრთნელო შტაბის წევრი უკვე იყო და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ამ თანამდებობაზე ის იქნება საუკეთესო. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია თანაშემწედ არ დავნიშნავდი, სამუშაოზე გამკლავება რომ არ შეეძლოს” – განაცხადა ტიტო ვილანოვამ პირველ პრეს–კონფერენციაზე.

 

გვარდიოლა, ვილანოვა, როურა – ისინი “ლა მასიას” აღზრდილები არიან. მათ ერთმანეთი ახალგაზრდულ გუნდში, დაახლოებით 30 წლის წინ გაიცნეს. მას შემდეგ ისინი ლეგენდარული გუნდის, “Лос Глотонес” (“გაუმაძღრები”) წევრები გახდნენ. ეს სახელი იმიტომ შეერქვათ, რომ ხშირად ერთად იკრიბებოდნენ სამეგობრო სუფრასთან. მინიმუმ თვეში ერთხელ ისინი აწყობდნენ სუფრას, სადაც ის პროდუქტები ჰქონდათ, რომლებსაც მშობლები უგზავნიდნენ.

 

როურა 1967 წელს დაიბადა ლაგოსტერეში, ხოლო “ლა მასიაში” 1980 წელს მოხვდა. ის იყო ძლიერი და სწრაფი თავდამსხმელი, ამიტომაც სამწვრთნელო შტაბმა ის უყურადღებოდ არ დატოვა. 1988 წელს მას პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი იოჰან კრუიფის დროს, თუმცა 1989 წელს მან ევროპის სუპერთასზე მენისკის ურთულესი ტრავმა მიიღო “მილანთან” შეხვედრაში, რამაც მისი განვითარება შეაფერხა. ახლა ასეთი ტიპის ტრავმები ადვილად განკურნებადია, თუმცა 20 წლის წინ ეს ასე არ იყო.

 

იმ დროს, როცა გვარდიოლა, გილერმო ამორი და ლუის მილია “ნოუ კამპზე” ბწრყინავდნენ ჟორდი როურამ უფრო დაბალი დონის გუნდებში მოსინჯა ძალები. 1991 წელს ის “მურსიაში” ჩაირიცხა, შემდეგ კი “ფიგერესში”. იმ დაზიანებამ მას თამაშის გაგრძელების საშუალება არ მისცა, ამიტომაც მალე მან დაასრულა საფეხბურთო კარიერა და დაიწყო სამწრთნელო საქმის შესწავლა. პირველი ნაბიჯები ამ სფეროში მან იოკოჰამაში გადადგა, სადაც კარლეს რექსაჩის დავალებებს ასრულებდა, თუმცა იქ დიდხანს არ დარჩენილა.

 

2009 წელს ძველმა მეგობრებმა მას პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში უხმეს, სადაც მას მეტოქე გუნდების ტაქტიკის ანალიზის გაკეთება ევალებოდა. თუკი “ბარსელონას” ბოლო 4 წლის შედეგებს გადავხედავთ, მაშინ საკუთარ საქმეს ის ხუთიანზე ასრულებდა, ისევე როგორც უმეტესობა.

 

ერთხელ ტიტო ვილანოვა მეგობრის მიმართ თავდადებამ მეოთხე დივიზიონის გუნდის სათადარიგო სკამიდან “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელობამდე მიიყვანა, ამიტომ რატომ არ შეუძლია როურას იგივე გზის გავლა? დიახ, ახლა შეიძლება ამის დაჯერება ძალიან გვიჭირს, თუმცა როგორც ვიცით ისტორია ხშირად მეორდება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward