ესპანური პრესის ინფორმაციით “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა რუსულ კლუბში გადასულიყო.
ესპანელი ჟურნალისტის ცნობით იმ დრომდე, სანამ არგენტინელმა მოთამაშემ კატალონიელებთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა ერთ–ერთმა რუსულმა კლუბმა “ბარსელონას” ის თანხა შესთავაზა, რა თანხაც მესის გამოსასყიდად საკმარისია: 250 მილიონი ევრო. თავად ლეო მესის ეს კლუბი, რომლის ვინაობაც არ სახელდება ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს სთავაზობდა ხელფასის სახით, თუმცა მესიმ რუსეთში გადასვლა არ ისურვა.
