ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს ტიტო ვილანოვას გამოჯანმრთელება და სამწვთნელო საქმიანობის რაც შეიძლება სწრაფად გაგრძელება უსურვა. ეს ყველაფერი დელ ბოსკემ საკუთარ 62-ე დაბადების დღეზე თქვა. იტყობინება, ესპანური პრესა.
“თუ ამ დღეს მე სურვილის ჩაფიქრების უფლება მაქვს, მაშინ აუცილებელია სურვილი იყოს მომავალთან დაკავშირებული. მე ვფიქრობ, იმაზე თუ რაც შეემთხვა ტიტოს. ამ მომენტისათვის ის “ბარსელონას” მთავარი წარმომადგენელია მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ადამიანზე და არა მწვრთნელზე. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის იყოს ჩვენს გვერდით საკუთარ ოჯახთან ერთად. ასე, რომ მე ჩემს პირველ ჭიქას ტიტოსთვის ვწევ.” – თქვა დელ ბოსკემ.
