“ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა ჯერ არ იცის, თუ ზუსტად როდის დაუბრუნდება მოედანს. შეგახსენებთ, რომ ის უკვე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.
“მე რთული პერიოდი მქონდა. ავადმყოფობას ვებრძოდი. მე მადლიერი ვარ მათი, ვინც მხარს მიჭერდა მთელი ამ დროის განმავლობაში. მე სავსე ვარ ძალებით და ვიმედოვნებ, რომ ჩემს მომავალზე ავამდყოფობა ვეღარ იმოქმედებს” – განაცხადა აბიდალმა “OLTV”–თან ინტერვიუში.
“ახლა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობ. დაბრუნების ზუსტ თარიღს ჯერ ვერ გეტყვით, ყველაფერს ჩემი სხეული გადაწყვეტს. მოვლენებს არ დავაჩქარებ. მე ვთამაშობ “ბარსელონაში”, რადგან კარიერის აქ დასრულება მსურს. სიმართლეა, რომ ჩემი შეძენით “პსჟ” ინტერესდებოდა, თუმცა ჩემი ოჯახი ბარსელონაში დასახლდა. ჩემი კონტრაქტი 2013 წელს სრულდება, თუმცა მის გასაგრძელებლად ვიშრომებ” – დაასრულა აბიდალმა.
