ტიტო ვილანოვა “ვალიადოლიდისა” და “ბარსელონას” შეხვედრას ვერ დაესწრო, თუმცა მატჩის დაწყების წინ ყველა მასზე ფიქრობდა. ორივე გუნდი მოედანზე ტიტოს მხარდასაჭერი მაისურით გავიდა. “ბარსელონას” მაისურზე ტიტოს სურათი იყო გამოსახული და წარწერა “Ánimo”, ხოლო “ვალიადოლიდის” მაისურს “Ánimo Tito” ეწერა.
აქვე გეტყვით, რომ “ხოსე ზორილაზე” შეკრებილი გულშემატკივრები ასევე ტიტო ვილანოვას გასამხნევებლად სკანდირებდნენ. პრიმერას სხვა გუნდები მიმდინარე ტურში მხარდაჭერას უცხადებენ “ბარსელონას” თავკაცს.


