ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის გუშინდელ მატჩში სადაც “ვალიადოლიდმა” სახლში “ბარსელონა” მიიღო მესიმ კი მორიგი გოლის გატანა მოახერხა.
ამ მაჩვენებლით მესიმ 2012 წლის კალენდრის მიხედვით წლის უკანასკნელ მატჩში მოახერხა თავისი 91-ე გოლის გატანა. არგენტინელ გოლეადორს ლა ლიგის 2012/2013 წლის სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 26 გოლი დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ უკანასკნელად გერმანელი გერდ მიულერის რეკორდი დაამხო 85 გოლი, რომელიც 1972 წლიდან 40 წელი განუმეორებელი იყო.
