“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას ორშაბათს საავადმყოფოს დატოვების უფლებას მისცემენ, იტყობინება “El Mundo Deportivo”.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს 43 წლის სპეციალისტს ოპერაცია ჩაუტარდა. გუშინ ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს.
ტიტო ვილანოვა დღეს და ხვალ საავადმყოფოში დაისვენებს. მასთან მხოლოდ ოჯახის წევრებს ექნებათ შესვლის უფლება. მისი გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და მწვრთნელი ახალ წელს ოჯახში შეხვდება.


