ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, “ბარსელონას” ექს-მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას რამდენიმეწლიანი მოღვაწეობა შეაფასა და განაცხადა, რომ ესპანელი სპეციალისტი ჯერჯერობით არ აპირებს სამწვრთნელო შტაბში დაბრუნებას. იტყობინება Eurosport.
“მე ველაპარაკე პეპს, ამ მომენტისთვის ის არ აპირებს სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას. მე ვფიქრობ, რომ მან “ბარსელონაში” ფანტასტიურ წარმატებებს მიაღწია, მოიგო უამრავი ტიტული. მას შესანიშნავი რეზიუმე აქვს: “ის იგებს ტიტულებს.” – განაცხადა ფერგიუსონმა.
