მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვას ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება

ტიტო ვილანოვას ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება

 

კლუბის სამედიცინო სერვისმა გაავრცელა სამედიცინო დასკვნა მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობის შესახებ.

 

“ტიტო ვილანოვას სანერწყვე ჯირკვალში აღმოაჩნდა კიბოს ნიშნები. მწვრთნელს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, რომელიც ხვალ ჩატარდება. მოსალოდენლია, რომ საავადმყოფოში ის 3–4 დღეს გაატარებს.

 

ოპერიციის შემდეგ ტიტო ვილანოვა ქიმიოთერაპიის კურსს გაივლის, რომელიც 6 კვირას გაგრძელდება. ამაზე და გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის შეძლებს ის სამუშაოზე დაბრუნებას“.

 

პრეზიდენტი, სანდრო როსელი და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა “სიუტატ ესპორტივაზე” 22:45 საათზე პრეს–კონფერენციას გამართავენ, რომელიც “ბარსა ტვ”–ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში