workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გერმანელები რევანშის მოლოდინში !

გერმანელები რევანშის მოლოდინში !

ევრო 2008 წლის ფინალი მსოფლიოს 2010 წლის 1/2 ფინალში გამეორდება. მოგეხსენებათ 2 წლის წინ ფერნანდო ტორესის გოლის წყალობით ესპანეთმა 1:0 დაამარცხა “გერმანული მანქანა”. ბუნებრივია, გერმანელებს რევანში სწყურიათ, თითოეულ ფეხბურთელს სურს 2 წლის წინანდელი შეცდომები არ გაიმეოროს და დაამარცხოს “ფურია როხა”. შეიძლება ითქვას გერმანელებს “რევანში სწყურიათ”.

ეს ორი ევროპული გრანდი არც ისე ხშირად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ 20– ჯერ. აქედან 6–ჯერ “ფურია როხამ” იმარჯვა, 8–ჯერ გერმანიამ, ხოლო 6–ჯერ კი მატჩში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ანუ ფრედ დასრულდა, გატანილი გოლები 22:27 – ზეა გერმანელთა სასარგებლოდ.  აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორი გუნდის ქალთა ნაკრები ერთხელ დაუპირისპირდა ერთმანეთს, შეგახსენებთ, რომ გერმანელების ქალთა ნაკრები მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია. ის ერთადერთი მატჩი “ფურია როხას” სამარცხვინო მარცხით დაასრულა 0:6.

მატჩი გაიმართება დურბანში, ამ მუნდიალის ერთ –ერთ ყველაზე ცენტრალურ სტადიონზე. ეს სტადიონი განახლდა 2009 წელს და იტევს 62 ათას გულშემატკივარს.

დღეს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ამ მუნდიალის ერთ–ერთი მთავარი აღმოჩენა ტომას მიულერი. გერმანელები შეტევის ხაზში იმედებს მიროსლავ კლოზეზე ამყარებენ, რომელსაც აქვს შანსი სულ მალე გახდეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი. მას 14 გოლი აქვს და ლუის ნაზარეიო დე ლიმა რონალდოს (ელ ფენომენოს”) ერთი გოლითღა ჩამორჩება.

გთავაზობთ მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს:

გერმანია: ნოიერი, ლამი, ფრიდრიხი, მერტეზაკერი, ბოატენგი, შვანშტაიგერი, ხედირა, ტროხოვსკი, ოზილი, პოდოლსკი, კლოზე

ესპანეთი: კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილია, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ალონსო, პედრო( ეს ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა, თავიდან ყველა ტორესის თამაშს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ როგორც სჩანს დღეს ფერნანდოს ნაცვლად პედრო როდრიგესი ითამაშებს), ვილია

წყარო: fifa.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში