ესპანეთი – გერმანია. მატჩისწინა კომენტარები

ესპანეთი – გერმანია. მატჩისწინა კომენტარები

იოჰამ ლიოვი: გამარჯვების მოპოვებას ძირითად დროში შევეცდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ პენალტების შესრულებაშიც ვივარჯიშებთ. ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უნდა განიცადონ ის, რის გამოც შესაძლოა უშუალოდ პენალტების სერიის დროს ინერვიულონ.

ისენტე დელ ბოსკე: დღეს გაიგებთ, თუ ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში! რაც შეეხება ტორესსა და მის უგოლო სერიას, ის ამაზე არ ნერვიულობს. ფერნანდო ხომ უმაღლეს დონეზე თამაშობს. მინდორზე ისინი გავლენ, ვისიც ყველაზე მეტად გვჯერა და ვინც ტაქტიკურ სქემაში იდეალურად ჯდებიან. არ ღირს ამ მატჩის ევრო 2008-ის ფინალზე შედარება, რადგან ის სხვა შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და ფინალში გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ.

სერხიო ბუსკეტსი: ისტორია უნდა შევცვალოთ და სწორედ ახლაა ეს დრო. ჩვენ ნახევარფინალში ვართ და კვლავ გვსურს ნაკრების ისტორიის წერის გაგრძელება. ვფიქრობ, რომ საუკეთესო გუნდი ვართ და ეს ოთხშაბათს უნდა დავამტკიცოთ. ეს სანახაობრივი მატჩი იქნება. უნდა შევქმნათ ბევრი მომენტი და რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ ბოლო ფაზაში. ჩვენ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. გერმანელები ძალიან კარგად გამოიყურებიან. ვფიქრობ, მათი გუნდი ამჟამად საუკეთესო ფორმაშია. ისინი ბევრ გოლს იტანენ და ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ.

ლუკას პოდოლსკი: ევრო 2008-ის გამო რევანში გვსურს! როდესაც ფინალში გადიხარ, მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობ. მე მახსოვს ის მარცხი, რომელიც დღემდე გულებში გვაქვს. გერმანიის ნაკრებს ფინალში თამაში სურს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. საკუთარ ძალებში დარწმუნები ყოველთვის კარგ გალენას ახდენს თამაშზე. თუ თავდაჯერებული ხარ, უკეთ თამაშობ. შეგვიძლია ინგლისელებთან მატჩი გავიხსენოთ. მაშინ ჩვენ დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ გამარჯვება შევძელით.

დავიდ ვილა: ჩვენს გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელები არ არიან. ძირითადში გარანტირებული ადგილი არავის აქვს. მე კვლავ მსურს გავაგრძელო მუნდიალზე გოლების გატანა და ჩემს გუნდს ფინალში გასვლაში დავეხმარო. ჩვენ გადამწყვეტ მატჩში გასვლაზე ვოცნებობთ. ბოლო დღეებში ყველამ ნახა, რომ გერმანელები თავდაჯერებულნი არიან და კომფორტულად გამოიყურებიან მოედანზე. მათ კონტრშეტევები ბრწყინვალედ გამოსდით. ჩვენ ამას ყველაზე მეტად ვუფრთხით. იმედი მაქვს, ეს დღე ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward