ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობას ძალიან მაღალ დონეზე აფასებს, რომელსაც უმაღლესი მწვრევალებისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა.
“მე მყავდა ფეხბურთელების ჯგუფი, რომლებიც ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას საქმეს. ვიგებდი ტიტულებს იმ მოთამაშეებთან ერთად, რომლებიც ნაკლებად ფიქრობდნენ გუნდზე. რა თქმა უნდა, მოთამაშეები უკმაყოფილონი არიან. ფიქრობთ, რომ ისინი არ ღელავენ “ბრედფორდთან” ჩატარებულ შეხვედრაზე? თუ ისინი თვლიან, რომ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს? ისინი ძალიან განიცდიან.
ტოპ ფეხბურთელები? რა ღირს მათი შეძენა? ჩვენ ჟერვინიო 8 მილიონ ფუნტად შევიძინეთ, ის კარგი ფეხბურთელია. ცალკეული მოთამაშეების შეფასება არ მსურს. ვერ იტყვით, რომ ჩვენს შემადგენლობაში ძლიერი მოთამაშეები არ არიან. თითქმის ყველა მათგანი ნაკრების წევრია.
პირველ რიგში თქვენ არ იცით, თუ რა ხელფასები აქვთ მათ. შემდეგ თქვენ ხელმძღვანელობას აკრიტიკებთ, რომ მათ სათანადო ხელფასებს არ ვაძლევთ. ამავდროულად ამბობთ, რომ მოთამაშეები იმდენს იღებენ, რამდენიც სურთ. ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვართ “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ჩელსის” და “სიტის” გამო, რომლებიც 3–ჯერ მეტ ხელფასს აძლევენ ფეხბურთელებს. რას ეძახით თქვენ დიდ ტრანსფერს? იანვარში ჩვენ მესის შევიძენთ, რათა თქვენ გაგაოცოთ!” – ვენგერის სიტყვებს “Goal.com” ციტირებს.