workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპი ტურეს გუნდში დატოვებას შეეცდება

პეპი ტურეს გუნდში დატოვებას შეეცდება

ტურეს შესახებ ღიად იწერებოდა, რომ თითქმის გადაწყვეტილი იყო მისი ტრანსფერი მანჩესტერ სიტიში, სადაც ის ძმასთან ერთად ითამაშებდა. თუმცა “ელმუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით გარიგება ჯერ არაა დასრულებული და მათი ოფიციალური შემოთავაზება ორშაბათს გაუქმდა. ეს შანსს აძლევს გუარდიოლასა და ახალ პრეზიდენტ სანდრო როსელს, რომ ბოლო ძალები იხმარონ ფეხბურთელის შესანარჩუნებლად.

თავისმხრივ, გუარდიოლა ცხადად მოიაზრებს ტურეს მისი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად და სურს მისი ბარსელონაში დარჩენა. პრობლემა ისაა, რომ პეპს არ შეუძლია აბსოლუტური გარანტია მიცეს ტურეს იმის, რომ ის ყოველთვის მოხვდება ძირითად 11 ფეხბურთელში, მაგრამ გუარდიოლა იმედოვნებს რომ მოახერხებს აფრიკელის დარწმუნებას, რომ ტურეს ისევ ექნება მნიშვნელოვანი ადგილი ბარსელონაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, მანჩესტერ სიტის მოუწევს ახალი შეთავაზება გაუკეთოს ბარსელონას და ამჯერად მას ურთიერთობა ექნება ახალ პრეზიდენტთან, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ტურე სულ ცოტა 32 მილიონ ევროდ გაასხვისოს. იმ დროში კი სანამ ეს მოხდება, პეპი პერსონალურად შეხვდება იაიას და მის გუნდში დატოვებას შეეცდება.

წყარო: www.totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში