workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუშინ გაირკვა ყველა 1/4 ფინალისტის ვინაობა

გუშინ გაირკვა ყველა 1/4 ფინალისტის ვინაობა

როგორც მოგეხსენებათ გუშინ გაიმართა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 1/8 ფინალური მატჩი ესპანეთსა და პორტუგალიას შორის (1:0). თამაშის დასრულების შემდეგ გაირკვა ყველა 1/4 ფინალისტის ვინაობა. ესპანეთის ნაკრები ბოლოს, რვა საუკეთესო გუნდში 2002 წელს მოხვდა, სადაც მასპინძელ, სამხრეთ კორეასთან დამარცხდა. 2 ივლისს გაიმართება მატჩები, ჰოლანდია–ბრაზილია და ურუგვაი–განა. მათ შორის გამარჯვებულები 6 ივლისს ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან. რაც შეეხება დანარჩენ ორ მატჩს–3 ივლისს გველის ძალიან საინტერესო დღე იმიტომ, რომ ერთმანეთს ესპანეთი–პარაგვაი და გერმანია არგენტინა ხვდებიან. გამარჯვებულები 7 ივლისს გამართავენ შეხვედრას და გაარკვევენ ფინალისტის ვინაობა. ასე და ამგვარად, 1/2 ფინალში შეიძლება ლიონელ მესის არგენტინა, გაეჯიბროს 8 “ბარსელონას” ფეხბურთელით დაკომპლექტებულ ესპანეთს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, პირველად გავიდა 1/4 ფინალში 7 ჯგუფის პირველი ადგილოსანი. ეს გუნდები არიან: ურუგვაი, არგენტინა, გერმანია, ჰოლანდია, პარაგვაი, ბრაზილია და ესპანეთი. ერთადერთი პირველი ადგილოსანი, რომელმაც ვერ მოახერხა საუკეთესო რვა ნაკრებში მოხვედრა, გახდა აშშ. მათ განიცადეს მარცხი განასთან, ანგარიშით 0:1. ასე და ამგვარად განას ნაკრები არის ერთადერთი, რომელიც გავიდა ჯგუფურ ეტაპში მეორე ადგილზე და მონაწილეობას იღებს ფლეი–ოფის მეორე რაუნდში.

წყარო: sports.ru 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward