workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: “ჩვენი ფეხბურთი ნიჭზეა დაფუძნებული”

პუიოლი: “ჩვენი ფეხბურთი ნიჭზეა დაფუძნებული”

როგორ გრძნობს გუნდი თავს?

შვეიცარიასთან მარცხმა ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა, რადგან გრძელი დაუმარცხებელი სერია გვქონდა და მოვლენების ამგვარ განვითარებას არ მოველოდით. ჩვენ ძალიან აღელვებულები ვიყავით, რადგან შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვქონდა. კიდევ ერთი ჩაგდებული თამაში და მსოფლიო ჩემპიონატს დავემშვიდობებოდით, რაც უდიდესი იმედგაცრუება იქნებოდა. თუმცა გუნდმა მოახერხა პრობლემის მოგვარება და ფლეიოფებში გულშემატკივარი ესპანეთის ნაკრების ნამდვილ ძალას იხილავს.

კრუიფი და ლუის არაგონესი აკრიტიკებენ გუნდს ორი ჩამშლელი ნახევარმცველით თამაშის გამო..

ფეხბურთში შენზე მეტს საუბრობენ მაშინ, როდესაც მარცხდები, ხოლო როდესაც იმარჯვებ ამას არავინ აღნიშნავს. ბუნებრივია რომ მწვრთნელი მეტ უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ჩვენი სათამაშო ფილოსოფია იგივეა, მაგრამ ჩვენ მივყვებით სხვა დიდი გუნდების კურსს, რომელიც საკუთარი კარის მეტ უსაფრთხოებას გულისხმობს, თუმცა ამასთან არ ვივიწყებთ ჩვენს შეტევით შესაძლებლობებსაც. ჩვენი ფეხბურთი ნიჭზეა დაფუძნებული და სისტემა, რომლითაც ვთამაშობთ თავდაჯერებულობას გვმატებს.

როგორ ფიქრობ, რატომ ადანაშაულებდა ხალხი ბუსკეტსს შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ?

ბუსი ჩვენ წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება და ის ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში მის პოზიციაზე. არ ვფიქრობ, რომ მისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ზედმეტად რთულია, რადგან ბუსკეტცი უკვე საკმარისად გამოცდილია. ის ყოველთვის სწორად არჩევს პოზიციას, ეს გასაოცარი რამაა. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი კარგადაა მაშინ როცა გუნდი იმარჯვებს.

ჩავი მისთვის უცხო პოზიციაზე თამაშობს?

არა, მას ამ პოზიციაზე ადრეც უთამაშია. მართალია ის ადრინდელივით ხშირად ვეღარ ეხება ბურთს, მაგრამ ისევ ისეთივე სახიფათოა, როდესაც ასე ახლოსაა გოლის გატანასთან. ჩავის შეუძლია გააკეთოს “ბოლო” პასი ან თავად გაიტანოს. ყველაფერ ამას ის შესანიშნავად აკეთებს.

რას იტყვით ინიესტას თამაშზე?

ანდრესს ქონდა ძალიან რთული სეზონი. ის ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, რადგან ტრავმირებული იყო. თუმცა ინიესტა მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ახლა ყველაფერი კარგადაა.

დავიდ ვილამ უკვე გაიტანა სამი გოლი..

ვილა ეხმარება ეროვნულ გუნდს ისევე, როგორც ის დაეხმარება ბარსას მომავალ სეზონში: გატანილი გოლებით. ის თავდაჯრებული და კონკურენტუნარიანია. მას აქვს გოლის გატანის შესაშური ალღო. ამასთან ვილა ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მისი მოედანზე ყოფნა ყველაფერს აიოლებს.

პორტუგალია თუ კრისტიანო რონალდო?

მეტოქე პორტუგალიაა, ძალიან კარგად შეთამაშებული გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, მოედანზე ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ.

რას ფიქრობ ლეო მესის თამაშზე?

დაუჯერებელია! ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის მოაქვს სარგებლობა გუნდისთვის. არ მესმის როგორ შეიძლება ვინმემ ეჭვი შეიტანოს მასში. ის არგენტინის ნაკრების უპირობო ლიდერია, რაც ძალიან მახარებს.

წყარო: www.totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში