workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი:”რონალდუს შესაჩერებლად, გვარდიოლას რჩევები დაგვეხმარება”

ჩავი:”რონალდუს შესაჩერებლად, გვარდიოლას რჩევები დაგვეხმარება”

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის აზრით, დღეს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს პორტუგალიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს შეჩერებაში, “ბარსას” მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას რჩევები დაეხმარება:

“მე ყველაფერი კარგად გავიგე, რაც გვარდიოლამ გვესაუბრა. გვითხრა, რომ რონალდუს არ მივცეთ სივრცე და არ ვაცალოთ სიჩქარის აკრეფა, თორემ მისი შეჩერება ძალიან გაგვიჭირდება.მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს და ასევე ძალიან კარგ პასებს აკეთებს. მე ვფიქრობ,რომ “ბარსა”–”რეალის” მატჩებში, “ბლაუგრანას” მცველებმა იგი კარგად გაანეიტრალეს,” დაასრულა ჩავიმ.

პორტუგალია ესპანეთის მატჩი, დღეს თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.

 

წყარო:sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში