“ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის არასდროს შეწყვეტს გოლების აღნიშვნას “ბარსელონაში”, იტყობინება ესპანური პრესა.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტის სიტყვებში ნათლად არის მინიშნება და პასუხი კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე, რომელმაც “რეალში” გოლების აღნიშვნისგან თავი შეიკავა და კლუბში უკმაყოფილება გამოხატა.
“მესი არასდროს შეწყვეტს “ბარსელონაში” გოლების აღნიშვნას. ასეთი ფაქტები სხვა კლუბებში ხდება, მაგრამ ჩვენთან ეს გამორიცხულია. მისი გული ჩვენს გუნდს ეკუთვნის. მას ძალიან უყვარს “ბარსელონა” და ბარსელონა. მაგრამ ასევე უნდა ავღნიშნოთ, რომ იგი ჩავისა და ინიესტას გარეშე ამდენი გოლის გატანას ვერ მოახერხებდა” – განაცხადა როსელმა.