მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაკიტიჩი: ”ჩვენ შეგვიძლია ”ბარსელონას” დამარცხება”

რაკიტიჩი: ”ჩვენ შეგვიძლია ”ბარსელონას” დამარცხება”

 

”სევილიას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა საკუთარი აზრი დააფიქსრია პრიმერას მე-6 ტურის შეხვედრის წინ.

 

”ჩვენ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ, რომლებიც ვიმედოვნებ, რომ სტადიონს შეავსებენ. ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გამოვა სათამაშოდ, მაგრამ მათ გაუჭირდებათ. ჩვენ მთელ ძალებს დავხარჯავთ, რათა დადებითი შედეგი მივიღოთ. თუკი ჩვენ გამარჯვების შანსი გამოგვიჩნდება ამას აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩვენ ამ შეხვედრაში გამარჯვება შეგვიძლია.

 

რაც შეეხება ჩვენს კარგ სტარტს, აქ მწვრთნელის დიდი დამსახურებაა, რომელიც გუნდს 1 თავდამსხმელით ათამაშებს. ჩვენ მხოლოდ ნეგრედოს იმედათ ვერ ვიქნებით, თუმცა სტარტი გამოგვივიდა, უკვე ტროხოვსკისაც გააქვს გოლები, ასე რომ წინ მივიწევთ” – ხორვატი ფეხბურთელის სიტყვებს ”Inside Spanish Football ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში